სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის განცხადებით, წლის განმავლობაში, 12 საქმიდან 8 პირი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულში ამხილა უწყებამ. როგორც მან საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისის პროექტის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ყველა საქმეზე, სადაც პოტენციური დაზარალებული ჟურნალისტი იყო, საგამოძიებო სამსახურს სათანადო რეაგირება ჰქონდა. რაც შეეხება ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს, კაციტაძის თქმით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ამიტომ სპეციალური საგამოძიებო უწყება პარალელურ გამოძიებას ვერ დაიწყებს.