თბილისი მაღალი დონის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება ხვალ გაიხსნება და მას 300 ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან: ევროსაბჭოს გენ.მდივანი, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი 2 ქალი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ქალთა უფლებებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროინეგრაციაზე იქნება საუბარი.