საქართვლოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. დახურული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში დემოკრატიული რეოფორმების პროცესისადმი მტიცე მხარდაჭერა გამოხატა. პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და წეროვანის დევნილთა დასახლებას დაათვალიერებს.