აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ კობახიძემ ძალადობის წახალისების თაობაზე ბრალდებების დროს უნდა დაასახელოს, ვის გულისხმობს, თავად ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით,პოლემიკაში შესვლას არ აპირებს ადამიანთან, რომელიც პენსიაზე გადის. ქართული ოცნების თავმჯდომარემ განმარტა ისიც, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დეპუტატებს, რომელთაც ჯერ მოსაწვევი მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ.