პარლამენტის სხდომათა დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლიური ანგარიშის წარადგინის დროს კიდევ ერთი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც "ქართული ოცნება" ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. სიტუაციის განსამუხტად მანდატურის სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.