ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. კითხვების დასმის დროს დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ასევე ადგილი პრემიერსა და დეპუტატებს შორის. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რა პასუხი აქვს პრემიერს ოპონენტების კითხვებზე.