თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? -ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, სააკაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, თუ რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას.
“თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? - რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.
და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზით, არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.
ასეთი უტიფარი ხალხი მგონი, მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა.
მაინც დაგამარცხებთ!“, - წერს სააკაშვილი.