ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსად აუცილებლად შერაცხავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მან მიმართა პრემიერს კითხვით, საკადრისი პასუხი გასცა თუ არა ქართველმა ხალხმა, წააღებინა თუ არა მმართველ გუნდს და საქართველოს ხელისუფლებას ის რუსული კანონი, რომლის მიღებასაც ითხოვდნენ.
„ საკუთარ თავს გადააჭარბა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ერთი დამაზუსტებელი კითხვა მაქვს, როდესაც 7-8 მარტზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ყველას საკადრის პასუხს გასცემს. საკადრისი პასუხი გასცა თუ არა ქართველმა ხალხმა, წააღებინა თუ არა მმართველ გუნდს და საქართველოს ხელისუფლებას ის რუსული კანონი, რომლის მიღებასაც ითხოვდნენ? ამიტომ, ძალიან დიდი უტიფრობაა, რასაც საუბრობს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.