პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობდა. დაკავებულია ორი პირი. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები. მათი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში პრორუსულ პოლიტიკას ახორციელებს.