საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებს შორის დახურული შეხვედრის შემდეგ ილია დარჩიაშვილმა და ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში დემოკრატიული რეოფორმების პროცესისადმი მტიცე მხარდაჭერა გამოხატა. პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და წეროვანის დევნილთა დასახლებას დაათვალიერებს. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც უმასპინძლებს.