58 წლის მონიკა ბელუჩი, რომელიც ღიად ალაპარაკდა ტიმ ბარტონთან რომანსა და ახალ თავგადასავლებზე, ფრანგულ გამოცემა Elle-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. მსახიობმა გამოცემის ახალ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის რამდენიმე ანსამბლს იცვლის და ყველა ფოტოზე შეუდარებელია.
ჟურნალის გარეკანზე მონიკა თეთრი ნაქსოვი პულოვერით ბრწყინავს, სხვა ფოტოებზე ის შავ კაბას, პიჯაკსა და თეთრ პერანგს ირგებს.