ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით დაარტყეს. გარდა ამისა, რუსებმა 29 საჰაერო იერიში მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 60-ჯერ გაისროლეს.
ბახმუტისა და მარინკასთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.
გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა, რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის განლაგების ადგილებზე შეტევას წარმატებით აგრძელებს.