ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ კელი დეგნანმა სანქციების ჯგუფის საქართველოში ვიზიტიც შეაჯამა. მედიასთან საუბრისას ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ სანქციების კოორდინატორები საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან აფასებენ.
დეგნანის განცხადებითვე, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი ყურადღება მოეთხოვება, რადგან რუსეთი დაწესებული სანქციებსითვის თავის არიდებას მუდმივად შეეცდება.