საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გუშინ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. საზეიმო მიღებაზე ელჩმა კელი დეგნანმა ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ. ამერიკის ელჩმა საზეიმო ღონისძიებაზე მიიღო მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამიაც.
„საქართველო ჩემს გულში დარჩება“ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც კელი დეგნანმა საკუთარი მანდატის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ქართველ ხალხს გადასცა.
ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალწლიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმაც.