ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის საკითხზე ვილნიუსის სამიტის შემდეგ იმსჯელებენ. როგორც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინა მოკავშირეებისგან მკაფიო სიგნალს მიიღებს.