საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს უმასპინძლა. ქალაქ ლვოვის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანო დაათვალიერეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულს უკრაინელები საპატიო სტუმრის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.