2023 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესი გეგმით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, აპლიკანტებს ყველა პირობას უქმნის, რომ გამოცდები მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.