შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს