რუსეთი სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ცდილობს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ამ განცხადებას, სომხური მედია ავრცელებს. ოფიციალური მოსკოვის ამ სურვილს, შეფასებები თბილისში მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტრები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, მხარი სარკინიგზო მიმოსვლასაც დაუჭიროს. ამ შეფასებას კატეგორიულად ემიჯნება მმართველი ძალა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა არ განიხილება.