სანქციების უმაღლესი კოორდინატორები საქართველოში ვიზიტით კმაყოფილები არიან. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ქვეყნის საზღვარს აკონტროლებს და საქართველოში არსებული სისტემა გამართულად მუშაობს. თუმცა ისინი ე.წ. „შავი ხვრელის“ გაჩენის რისკებზეც საუბრობენ. ოპოზიციის განმარტებით, სანქციებზე მომუშავე პირების ჩამოსვლა შემთხვევით არ არის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული სახის ეჭვები კვლავ არსებობს. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები ვიზიტის ფარგლებში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი მმართველი გუნდი ჰყავს. თემაზე ვრცლად ნინი გოგიშვილი მოგიყვებათ