პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით - 79 ხმით მიიღო. საკითხის განხილვას მმართველი პარტიის წევრებსა და ოპოზიციას შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის გადადება და საკითხის საკომიტეტო მოსმენებზე დაბრუნება მოითხოვა, რაც მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ მედიაზე ზეწოლას ეცდება. ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ ყველა პროცედურა დაცულია და ოპოზიციის წარმომადგენლებთან განხილვაში მონაწილეობას არ აპირებენ.