რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში - ამ სახელწოდებით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ანგარიში წარადგინა. კვლევა მოქალაქეების მიერ რუსეთის დატოვების მიზეზებსა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი რუსეთს პოლიტიკური ვითარების გამო ტოვებს და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას დადებითად აფასებს.
დოკუმენტის საანგარიშო პერიოდი 2023 წლის აპრილსა და მაისს მოიცავს.
გამოიკითხნენ ის პირები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ.