გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მისი თქმით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.
კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა.