თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძემ დაესწრო. ის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სკოლის მიღწევებზე ესაუბრა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ნატოსა და საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარება, ასევე რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.