არასამთავრობო ორგანიაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩართოს. არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა ინკლუზიურად უნდა შემუშავდეს. მათივე თქმით, დოკუმენტში ასახული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის დაუცველი ჯგუფის საჭიროებები და უფლებები.