ხმაური პარლამენტში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის წარდგენის პროცესში რეჟისორებმა და მსახიობებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის შეჩერება და კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესის ცვლილებაა.
მშვიდობიან საპროტესტო პერფორმანსში მონაწილე მსახიობები და რეჟისორები ცალსახად ამბობენ, რომ თეა წულუკიანმა მათთან ურთიერთობის ყველა კარი დაახშო და ახლა პროტესტის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად კომიტეტების მომდინარეობის პროცესში მშვიდობიანი პერფორმანსის ჩატარება დარჩათ.
კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ კულტურის კომიტეტსა და მიხეილ სარჯველას წერილით მიმართეს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათ რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.