გუშინ ქუთაისსა და ბათუმში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის "C" ჯგუფის ბოლო მატჩები გაიმართა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეც გაირკვა. ქართველი ფეხბურთელები 1-ელ ივლისს ისრაელის გუნდს შეხვდებიან.
ბოლო ტურის წინ მეოთხედფინალში გასვლის შანსს ისრაელის, ჩეხეთისა და გერმანიის გუნდები ინარჩუნებდნენ, ინგლისს, კი პლეი ოფში ადგილი გარანტირებული ჰქონდა. ბრიტანელები გერმანიას ბათუმში დაუპირისპირდა, ჩეხეთმა და ისრაელმა ქუთაისში ითამაშეს.
ჩეხეთს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ისრაელთან ფრეც აწყობდა. ისრაელის ნაკრებს პლეი ოფში თამაშის უფლებას მისაღებად ჩეხებისთვის უნდა მოეგო და პარალელურ მატჩში გერმანიის ნაკრებს გამარჯვების მოპოვება ვერ უნდა მოეხერხებინა. ყველაფერი ასე მოხდა - ახალგაზრდა ისრაელელებმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანეს და ომრი გალდენმანმა საკუთარი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა.
საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს 2022 წლის 16 ნოემბერს გორში დაუპირისპირდნენ. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ინგლისელებს ჯგუფში პირველი ადგილი და მეოთხედფინალი გარანტირებული ჰქონდათ, თუმცა გერმანელებს მაინც არაფერი დაუთმეს. ბრიტანელებმა მეტოქე არჩერისა და ელიოტის გოლებით ანგაშით 2:0 მოუგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი, როგორც ისრაელთან გამართულ შეხვედრას, ბათუმში ჩატარებულ მატჩსაც დაესწრო.
პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა საქართველოსა და შორის გაიმართება. მეორე მეოთხედფინალის მასპინძელი ქუთაისი იქნება. "რამაზ შენგელიაზე" ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები შეხვდებიან. აღნიშნული მატჩიც 20:00 საათზე დაიწყება.