წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დელფინები მგრძნობიარე არსებები არიან. მათ თავისებური კომუნიკაცია აქვთ და ამით სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან გამოირჩევიან. და აი ახლა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ნაშიერებთან განსხვავებული "საუბარის" მანერაც აქვთ.
ეს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევისგან გავიგეთ. მკვლევრების თქმით, ეს იმას ჰგავს, როდესაც ადამიანის თავის პატარა ბავშვს "ენის მოჩლექით" ესაუბრება.
ამ დასკვნამდე მისასვლელად, მკვლევრებმა ფლორიდაში 19 მშობელი დელფინის ხმა ჩაიწერეს. მეცნიერები დელფინებს აკვირდებოდნენ, როდესაც ისინი თავის ნაშიერებთან ერთად იყვნენ. ამის შემდეგ მათ იგივე დელფინები ნაშიერებთან არ ყოფნისას შეისწავლეს. მათ მიერ გამოცემულ ხმებში საგრძნობი განსხვავება იყო.
"როგორც ადამიანებში, დელფინებშიც, მშობელი ნაშიერს განსხვავებული ხმით მიმართავს. დელფინი ამით ნაშიერის მიმართ სითბოს გამოხატავს. ის თუ რას ამბობენ ამით დელფინები, ადამიანურ ენაზე დაახლოებით ასე ჟღერს — მე აქ ვარ", — აღნიშნულია კვლევაში.რევოლუციური კვლევაკვლევის დასრულებას სამი ათწლეული დასჭირდა და ის როგორც რევოლუციური ისე შეფასდა.
"ეს არის უპრეცედენტო, აბსოლუტურად ფანტასტიკური. კვლევაში უდიდესი შრომა და რესურსი ჩაიდო", — თქვა მაურისიო კანტორმა, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგმა.ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებენ თუ არა დელფინები "მსგავს მეთოდს" სხვა შემთხვევებშიც. ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, თუ კონკრეტულად რაში ეხმარება ეს დელფინის ნაშიერს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საუბრის ეს მეთოდი დელფინებს ნაშიერების ყურადღების მისაქცევად სჭირდებათ.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.