უკრაინაში რუსული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე გენერალი სუროვიკინი დაკავებულია, - ინფორმაციას The Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სუროვაკინის დაკავების საკითხზე უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. გამოცემა წერს, რომ მანამდე, დაკავების შესახებ ცნობები სამხედრო ბლოგერმა, ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა, რომლის თქმითაც, გენერალი 25 ივნისს, აჯანყების მეორე დღეს დააკავეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი 2022 წლის შემოდგომაზე დანიშნა. სუროვიკინი ტაჯიკეთში შეიარაღებული კონფლიქტის, ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომების მონაწილეა.