უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 27 ივნისს საღამოს, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ, რათა უკრაინაში ადამიანი მსხვერპლი შეწყდეს.