დღეს სასამართლო, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული პირების - ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის საქმეზე იმსჯელებს. სხდომა სიღნაღში 14 საათზეა ჩანიშნული. როგორც ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, შსს-მ სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინა პატრულ-ინსპექტორის მიერ გადაღებული სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტია აღბეჭდილი.