სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პროცესის მკაცრად გაკონტროლებაზე CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, მთავარი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება რუსული რბილი ძალაა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მე ვერ ხედავს, რომ არსებობს სტრესი სამხედრო თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია და იქვე დასძინა, რომ რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის "რბილი ძალის" მეორე ფრონტს, რაც არის პროპაგანდა.