უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში სანაპირო-სამხედრო ძალები აღადგინეს, რომლებმაც გასულ წერლს „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსული ფლოტის ფლაგმანი „მოსკოვი“ ჩაძირა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერის განცხადებით, იმის წყალობით, რომ თურქეთი ჯერჯერობით ბოსფორის სრუტეში არცერთ სამხედრო ხომალდს არ ატარებს, რუსეთს შავ ზღვაში თავისი დაჯგუფების შევსების შესაძლებლობა არ აქვს. ამ მიზეზით, რუსული ხომალდები იძულებულნი არიან უკრაინის შესაბამისი ქვედანაყოფებისგან შორს იდგნენ. მისივე თქმით, ფლაგმან "მოსკოვის" განადგურება, არა მარტო საიმიჯო დარტყმა, არამედ მნიშვნელოვანი შედეგიც იყო რადგან ის რუსეთის შავი ზღვის დაჯგუფებას სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფდა.