საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა რუსი სამხედროების მიერ კრამატორსკზე მიტანილი სარაკეტო დარტყმა დაგმო. ბორელის თქმით, რუსული ძალების მიზანი ისევ და ისევ სამოქალაქო ობიექტები გახდა, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ევროპელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ტერორის მორიგი დემონსტრირებაა.