საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, მომხდარ ცემის ფაქტებზე პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მიმართოს. ჯაღმაიძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოყავს პირადი სტატისტიკაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფით და კრიტიკულ მასალებზე მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ.