საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 2 დღეში წარუდგენს. მთავრობის მეთაური დეპუტატებთან გასული 1 წლის შეჯამებას და ხელისუფლების მიღწევებზე საუბარს აპირებს. მმართველი პარტიის აზრით, პარასკევს კიდევ ერთხელ გამოჩნდება რომ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყანა სწორი მიმართულებით მიჰყავს. ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას და ღარიბაშვილისთვის კრიტიკული კითხვების დასმას გეგმავს. მათი ვარაუდით, პრემიერი ისევ საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმის გზას აირჩევს.