რა ეტაპზეა საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით- საკითხზე მხარეთა მოსაზრებები განსხვავებულია. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ ევროკომისიისგან დადებითი პასუხის მისაღებად ამ ეტაპზე პრიორიტეტების შესრულების კუთხით არსებული პროგრესი საკმარისი არ არის, ამიტომ ხელისუფლებამ დარჩენილი დრო რეკომენდაციებზე მუშაობას უნდა დაუთმოს. ოპოზიცია მთავარ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ხელისუფლება კი ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს.