ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც შეხვდა. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ირაკლი შოთაძემ დელეგაციის წარმომადგენლებსსანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან რეაგირების და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო.