სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებს არტილერიიდან გაუხსნა ცეცხლი და უპილოტო თვითმფრინავებიც გამოიყენეს.
სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიაც ავრცელებს.
პარალელურად, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს. არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. დიპლომატები აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც შეხვდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა, სამშვიდობო შეთანხმებაა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ენტონი ბლინკენთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ბლინკენის განცხადებით, აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ მუშაობას მხარს უჭერს, დიალოგი კი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია.