მეხორბლეების პრობლემა ისევ ვერ გვარდება. მთავრობის ჩარევის შედეგად. ხორბლის დარჩენილი მარაგიდან მხოლოდ 10% გაიყიდა, ხოლო გაუყიდავ რაოდენობას ახალი მოსავალიც ემატება, რომლის ხარჯი, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 10-15%-ით არის გაზრდილი.
"მთავრობის ჩარევით ველოდით, რომ ხორბლის ფასი 70 თეთრს მიაღწევდა, მაგრამ დღესაც 40-45 თეთრზე ძვირად ვერ ვყიდით. ვითარება რთულია, დარგს ძალიან უჭირს. ამ დროს მოსავლის შენახვა-მოვლის ხარჯი იზრდება. მოსავლის მოყვანა 10-15%-ით გაგვიძვირდა. ხარჯები საწვავისა და მუშახელის დაქირავების გაზრდილმა ფასმა გააძვირა. წელს ყველაზე ძვირი მოსავალია", - ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღებულია 15 000 ტონა ხორბალი, რაც საერთო მოსავლის 10%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება