„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწვევა არ მიუღია.
"მე მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას მივიღებდი. ბოლოს როდის გახსოვს, რომ ეგეთ შეხვედრაში მეთამაშოს?!," - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, მოწვევის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა მატჩში მონაწილეობას, კალაძე პასუხობს, რომ კი, თუკი დროს გამონახავდა.
„კი, ვნახავდი. თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა?!,“ - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ლონდონში, მატჩი Game4Ukraine გაიმართება, რომლის მიზანი ჩერნიჰივის ოლქში, ომის შედეგად დანგრეული სკოლის აღდგენისათვის ფულის შეგროვებაა.