"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.