"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 - 2 500 ლარი დააკისრა.
სასამართლო პროცესს ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი არ ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. მას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.