ლაქტოზა რძესა და მის პროდუქტებში შემავალი რთული შაქარია, რომელიც გლუკოზასა და გალაქტოზისგან შედგება. როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია ლაქტოზას დაშლა, იგი ნაწლავის მიერ ვერ შეიწოვება. ასეთ შემთხვევაში ხდება მისი ფერმენტაცია, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ლაქტოზის აუტანლობა არ არის ანომალია, არამედ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური რეაქცია მისთვის უცხო ტიპის ნივთიერებაზე.
ადამიანი ერთადერთი რსებაა დედამიწაზე, ვინც რძეს მოზარდობაშიც მიირთმევს. მან რძის ნაწარმი თავისი კვების რეჟიმის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია და მოძებნა გზები მისი სხვადასხვა სახით მისართმევად. თუმცა, რძისა და რძის ნაწარმის გადასამუშავებლად გვესაჭიროება ფერმენტი ლაქტოზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ საგრძნობლად მცირდება. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ლაქტოზის გადამუშავება უჭირს, ანუ ლაქტოზის აუტანლობა აქვს.
როგორ მოვიქცეთ - უარი ვთქვათ სასარგებლო და საყვარელ რძის პროდუქტებზე? - რა თქმა უნდა არა, რადგან კომპანია "სანტემ" სპეციალურად შექმნა ულაქტოზო რძე და რძის პროდუქტი. მათ შორის გამორჩეულად გემრიელი მაწონი! მასში უხვად არის “კარგი” ბაქტერიებიც, რომლებიც აუცილებელია მუცლის ფლორისათვის.