"ჩაკეტე საზღვარი" - ამ მოთხოვნით დღეს 20:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციაზე შეკრებილები მსვლელობით მივლენ იმ ადგილებისკენ, სადაც ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყრის თავს. საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შაბათ-კვირას რუსეთში სამხედრო არეულობა მოხდა და ოკუპანტი ქვეყანა კიდევ ასობით მოქალაქემ დატოვა.