ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
მომხდარს ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილმა, კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაანონსეს სიკვდილი და ძალადობა.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია.