ისრაელის ქალაქ მოდიინში ანტი სახელისუფლო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის, იარინ ლევინის სახლთან გზა გადაკეტეს. მედიის ცნობით, მალევე საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც ექვსი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერები გამოფინეს. ისინი იუსტიციის მინისტრს ქვეყნის მიტაცებაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, მინისტრს გავლენა აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და სადავო სასამართლო რეფორმაზე, რომლის გაუქმებასაც ქვეყანა, უკვე რამდენიმე თვეა, პერმანენტული აქციებით ითხოვს.