უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრიანის მისაღებად უამრავი მიზეზი არსებობს. მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ 11-ტ 12 ივლისს ალიანსის სამიტზე კიევი ნატოსგან მკაფიო სიგნალებს მიიღებს.