საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას დღეს "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. პარალელურად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება, სწორედ ამ ორი მატჩის ანგარიში გადაწყვეტს თუ რომელი გუნდები გავლენ მეოთხედ ფინალში. საქართველო ნიდერნალდებზე დასასწრები მატჩის ყველა ბილეთი 24 საათით ადრე გაიყიდა. თამაშის დაწყებამდე დინამო არენასთან "ქართული სპორტის ქომაგებმა" მსვლელობა გამართეს.