საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩეს არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში.